2009 წლის 12 მარტს ქ.ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში №17 საჯარო სკოლამ მოაწყო გამოფენა-აქცია ,,გადავარჩინოთ ქართული კინო”..

ქ.ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობის ინიციატივით გაიმართა ხელოვნების კვირეული 27 თებერვლიდან 12 მარტამდე. აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაება №17 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები.

2009 წლის 12 მარტს ხელოვნების კვირეულთან დაკავშირებით, ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში №17 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი თეა სულაბერიძე, მიიღეს მონაწილეობა გამოფენა-აქციით ,,გადავარჩინოთ ქართული კინო”, სადაც მოაწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა ოთარ იოსელიანის ფილმებს. აქციის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა თაობის კინოხელოვნებით დაინტერესება.
ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმართველობამ, კვირეულში მონაწილე მოსწავლეებსა და ხელოვნების მასწავლებელ თეა სულაბერიძეს გადასცა სიგელები.