07/04/2009
2009 წლის 7 აპრილს, VII1 კლასში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”, რომელიც მიეძღვნა 9 აპრილის ტრაგედიის 20 წლისთავს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა გამოსცეს ჟურნალი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საგნის მასწავლებელი მანანა ანანოვი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე ნ.ხაჭაპურიძე, მასწავლებლები – ნ.მებურიშვილი, ც.კუპრაშვილი, ნ.კუპრავა.