03.04.2009
ტელეკომპანიებმა: ,,რუსთავი2”-მა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”-მა და ,,იმედი”-მა გააშუქეს ქუთაისის №17 საჯარო სკოლის თვითმართველობის ინიციატივითა და საინფორმაციო ცენტრ ,,ნატოს შესახებ” მხარდაჭერით 2009 წლის 3 აპრილს ნატოს დაარსების 60-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ,,ნატოს დღე” მე-17 საჯარო სკოლაში.
დღის განმავლობაში საიუბილეო თარიღს მიეძღვნა რამოდენიმე აქტივობა.
ისტორიის მასწავლებელმა მანანა ტყეშელაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე ,,ნატოს დაარსება, განვითარება და დღევანდელობა”. ლექციას ესწრებოდნენ მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია.
სემინარის შემდეგ მოეწყო ინტელექტუალური თამაში ,,ნატო”-ს თემატიკაზე – „გონების ბოიარდი”, რომელშიც გაიმარჯვა გიორგი გულიაშვილის ხუთეულმა.
თვის მოაზროვნეები გახდნენ: გიორგი გულიაშვილი, ნინო გვამბერაძე, იზაბელა გვამბერაძე, თათია შალამბერიძე და ხატია ყურაშვილი. მოაზროვნეები დააჯილდოვა საინფორმაციო ცენტრ ,,ნატოს შესახებ” ქუთაისის ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა სოფო ბაბუნაშვილმა. მათ გადაეცათ ენციკლოპედია ,,რა არის ნატო”.