2009 წლის 2 აპრილს III2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში. მასწავლებელი – ნინო გერაძე.

თემა: ზღვები და ხმელეთის წყლები.

გაკვეთილის სათაური: როგორ წარმოიქმნება მიწისქვეშა წყალი?


გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შესძლონ ცდის საფუძველზე წყლის მიწაში ჩაჟონვის პროცესზე დაკვირვება და დასკვნების გაკეთება.

საჭირო მასალა: 12 ჭიქა, 12 ძაბრი, მიწის (ნიადაგის0, ქვიშისა და თიხის ნიმუშები, 12 წყლიანი ბოთლი, ქვიშის საათი.

გაკვეთილის მსვლელობა:

– მუშაობა ჯგუფში

– კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად.

– ცდა, წყლის გამტარი და წყალგაუმტარი ფენების დადგენა (25წთ.)

აქტივობა№1. კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. თითეულ ჯგუფს დავურიგე 3 ჭიქა, 3ძაბრი, მიწის, ქვიშის და თიხის ნიმუშები. ვსთხოვ მოსწავლეებს ჩაუყარონ თავიანთი მასალა ძაბრებში, შემდეგ ერთდროულად ჩაასხან ძაბრებში ერთი და იმავე რაოდენობის წყალი და დააკვირდნენ წყლის ჩაჟონვის პროცესს ორი წუთის განმავლობაში.

ჩატარებული ცდების შედეგების მიხედვით პასუხობენ კითხვებს:

– რომელ ჭიქაში არ ჩაიჟონა ყველაზე მეტი წყალი?

– რომელ ჭიქაში არ ჩაიჟონა წყალი საერთოდ და რატომ?

აქტივობა№2. პრეზენტაციები (10წთ.).

ჯგუფების წარმომადგენლები აკეთებენ პრეზენტაციასა და ცდის შედეგების ანალიზს.

დასკვნა: მიწა და ქვისა კარგად ატარებს წყალს, თიხა კი ცუდად.

აქტივობა№3. გაკვეთილის შეჯამება (10წთ.).