2009 წლის 1 მაისს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის VIII2 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა ღონისძიება – ,,სამშობლო გიორგი ლეონიძის პოეზიაში”.
ხელმძღვანელი – სკოლის უხუცესი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი როზეტა გედენიძე.


გიორგი ლეონიძის ლექსები განაწილდა თემატურად. ტექნიკური საშუალებები მომზადდა. მოსწავლეებმა დამატებით ბევრი რამ შეიტყვეს გიორგი ლეონიძის ცხოვრებიდან.
ის იყო სახალხო პოეტი, პროზაიკოსი, მეისტორიე, აკადემიკოსი. მაგალითი მამულიშვილობისა. მისი ლექსები ქართული პოეზიის ოქროს ფონდშია.
ღონისძიებამ კარგად ჩაიარა. უსაზღვრო იყო ბავშვების სიხარული. მათ კარგად შეიგრძნეს პოეზიის ძალა. ჩახვდნენ, რომ პოეზია ზნეობის საწრთვნელია. თუ გიყვარს იგი, ესე იგი, უკეთილშობილესი პიროვნება ხარ და სხვისთვის შენი თვალით აღქმული ამ ულამაზესი სამყაროს გადაცემა არ გიძნელდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია, დირექტორის I მოადგილე ვ.პატარიძე, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.