საგანმანათლებლო კვირეული მიძღვნილი 1921 წლის ოკუპაციისადმი
2009 წლის 18-დან 25 თებერვლამდე №17 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო, რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციისადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო კვირეულში და მის ფარგლებში განახორციელა სხვადასხვა ტიპის აქტივობები შემუშავებული გეგმის მიხედვით.
ოკუპაციის თემას მიეძღვნა აქტიური, ინტერაქტიური და ინტეგრირებული გაკვეთილები: ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რუსულ ენასა და ლიტერატურაში, ხელოვნებასა და მუსიკაში. ისტორიის მასწავლებლებმა: ნოდარ ზოსიაშვილმა, სოსო ცქიფურიშვილმა, გრიგოლ მაღლაკელიძემ, მანანა ტყეშელაშვილმა. ფილოლოგებმა: ლალი ლანჩავამ, მანანა სოხაძემ, მაყვალა ანანოვმა, ქეთინო ხაზარაძემ, მანანა გერაძემ, გულიზარ ზირაქაძემ, ნანა ხაჭაპურიძემ, ნარგიზა მებურიშვილმა მოსწაავლებთან ერთად მოიკვლიეს და დაამუშავეს სხვადასხვა ისტორიული წყარო და მათზე დაყრდნობით გააცოცხლეს XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ტკივილიანი წარსული შესაბამის ღია გაკვეთილებზე.