2009 წლის 9 მარტს ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ყველა მეცხრე კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე ,,ორგანიზებული დანაშაული”.

სკოლაში 2009 წლის 20 იანვრიდან მიმდინარეობს სამართლებლივი კულტურის საგანმანათლებლო პროგრამა პროექტ ,,ჰარმონია”-ას პილოტირება,რომლის შესაბამისად ტარდება გაკვეთილები IX კლასებში №17 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგ თამარ ბარბაქაძისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის პოლიციის კაპიტნის ქეთევან წერეთელის დახმარებით.
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა, რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ ორგანიზებული დანაშაულის ტიპებს, გაეზიარებინათ მათი საშიშროება ადამიანისა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის პოლიციის მნიშვნელობა თითეული მოქალაქისა და მთელი საზოგადოებისათვის.