02/05/2009

2009 წლის 2 მაისს ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ,,მუხრანის ტყეში” ქვეითი ტურიზმში გამართულ შეჯიბრებაში, №17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტურისტული გუნდი II ადგილის დაკავებისათვის ქ.ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის ზ.ლეკვეიშვილის მიერ დაჯილდოვდა სიგელითა და თასით.

01.05.2009

2009 წლის 1 მაისს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის VIII2 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა ღონისძიება – ,,სამშობლო გიორგი ლეონიძის პოეზიაში”. ხელმძღვანელი – სკოლის უხუცესი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი როზეტა გედენიძე.

29/04/2009

2009 წლის 29 აპრილს სკოლის ფოიეში შედგა ყვავილების ფან-კლუბის პრეზენტაცია. ფან-კლუბმა შექმნა საკუთარი ლოგო და სლოგანი. ხელმძღვანელი ლეილა ბარბაქაძე.

27/04/2009

2009 წლის 27 აპრილს VI3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: ბუნება და ადამიანი – ,,მზეო, დახედე ველსა მცირეს, ყვავილმთოვარსა”. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა გერაძე – კლასის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

24/04/2009

2009 წლის 24აპრილს V1 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებაში, მასწავლებელი ქრისტინე კაჭახიძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია, დირექტორის I მოადგილე ვ. პატარიძე, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე, კათედრის თავჯდომარე მ.ბარაბაძე, გეოგრაფიის მასწავლებელი რ.ქემოკლიძე, მშობლები.

23/04/2009

2009 წლის 23 აპრილს VI2 კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და მუსიკაში, მასწავლებელი – ნანა ხაჭაპურიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და თამილა ჯავახაძე – მუსიკის მასწავლებელი. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის პირველი მოადგილე ვ.პატარიძე, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე. ქართული ენის, მუსიკის და მათემატიკის მასწავლებლები, უფროსკლასელები.

22.04.2009

2009 წლის 22 აპრილს ჩატარდა მათემატიკის კათედრის სხდომა. სხდომაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები. 1. პროფესიული განვითარების მიზნით მათემატიკური დისკის განხილვა კომპიუტერის საშუალებით. 2. მასწავლებელთა ინფორმაცია II ტრიმესტრში გაწეული მუშაობის სესახებ. 3. მათემატიკის კვირეულის ჩატარების შესახებ.

შიდა სასკოლო ოლიმპიადა

ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 10 მარტის №26 ბრძანების შესაბამისად – ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენის, მოსწავლეთა წახალისების, სასწავლო პროცესის სტიმულირების, სკოლაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა V-VI-VII კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში (V-VI), ინგლისურ ენაში, საქართველოს ისტორიაში (V) და ისტორია-გეოგრაფიაში (VII).

15/04/2009

2009 წ. 27 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღო ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის III3 კლასის მოსწავლემ ელა სვანიძემ. მან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დაიკავა V ადგილი. ამჟამად, მიდინარეობას იმერეთის ჩემპიონატი 12 წლამდე ასაკის ბავშვებში სადაც ღებულობს მონაწილეობას

14/04/2009

2009 წლის 14 აპრილს II2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, მასწავლებელი – ციური ბაჯაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი: ირინე ჯგერენაია, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები.

11