ექსკურსია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქალაქ სენაკში მამაკაცთა კავალერია + 1 ქალბატონი 🙂 ექსკურსია საქარტველოს თავდაცვის სამინისტროს II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქალაქ სენაკში წარიმართა შემდეგი ფორმატის მიხედვით: ლექცია თემაზე ,,შეიარაღებაში არსებული ძირითადი ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლები” მომხსენებელი: სერჟანტი ედიბერიძე, კაპრალი ასათიანი და კაპრალი ჟღენტი.

II ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურის გაცნობა. კავშირგაბმულობის გაცნობა. სამხედრო საავტომობილო და საბრძოლო ტექნიკის დათვალიერება. ექსკურსია შედგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბისა და II ქვეითი ბრიგადის თანამშრომლების ირაკლი უჩაძის, ვაჟა სიხარულიძის, ზაზა ბენიძისა და ზაზა ჭულუხაძის დახმარებით, რომელთაც უზრუნველყვეს მოსწავლეთა და პედაგოგთა ტრანსპორტირება ქუთაისი–სენაკი–ქუთაისი.