საგანმანათლებლო კვირეული მიძღვნილი 1921 წლის ოკუპაციისადმი

სკოლის მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე მოსწავლეების: ბ.გაბადაძის, თ.ბანძელაძის, ნ.ჯანელიძის, მ.წიქორაძის, რ.ჯინჭარაძის და ინფორმაციული მენეჯერის თემურ სახელაშვილის დახმარებით შეიქმნა ლიტერატურული ვებ-გვერდი, რომელიც მიეძღვნა 1918-21 წლებში მოღვაწე ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას.

წამახალისებელი სიგელი

სკოლამ მონაწილეობა მიიღო ფონდ ირმის ნახტომის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. ნომინაციაში ქართველი და ქართულად თარგმნილი უცხოელი მწერლების საუკეთესო ვებ-გვერდისათვის დაჯილდოვდა წამახალისებელი სიგელითა და 100 ლარიანი ბარათით წიგნების შესაძენად.

მადლობის წერილი

2008 წლის 29 ნოემბერს თბილისში, საგამოფენო დარბაზ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართა სასკოლო გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდა ქვეყნის 60 სკოლა. აღნიშნულ გამოფენაში ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი იქნა სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ განხორციელებული პროექტები, რისთვისაც სკოლამ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისაგან მიიღო მადლობის წერილი…

ჩვენი სკოლა სენაკის სამხედრო ბაზაზე

ექსკურსია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქალაქ სენაკში მამაკაცთა კავალერია + 1 ქალბატონი 🙂 ექსკურსია საქარტველოს თავდაცვის სამინისტროს II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ქალაქ სენაკში წარიმართა შემდეგი ფორმატის მიხედვით: ლექცია თემაზე ,,შეიარაღებაში არსებული ძირითადი ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლები” მომხსენებელი: სერჟანტი ედიბერიძე, კაპრალი ასათიანი და კაპრალი ჟღენტი.

სასკოლო გამოფენა

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით 29 ნოემბერს საგამოფენო ცენტრის “ექსპოჯორჯიას” (მე-11) პავილიონში ჩატარდა გრანდიოზული`სასკოლო გამოფენა 2008~ , რომელმაც მთელ დღეს გასტანა.

ზინაიდა კვერენჩხილაძე

2009 წლის 16 თებერვალს ქუთაისის №17 საჯარო სკოლას ეწვია საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე 16 თებერვალს სკოლას სტუმრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძე. 

11