ფასადის რეაბილიტაცია
[ad_1]
ქუთაისის მერიის პროექტის ფარგლებში ქუთაისის #17 საჯარო სკოლის ფასადი გარემონტდა
დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სკოლაში მიწვეულმა სტუმრებმა #17 საჯარო სკოლის დასრულებული ფასადი დაათვალიერეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. სკოლის ფასადის რეაბილიტაცია 117 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო პროექტის ფარგლებში წელს ქუთაისში ფასადებისთვის 816 ათასი ლარი იხარჯება. დღესვე ქუთაისის მერმა მე-17 სკოლაში მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ ბარბარობის დღესასწაულში,სტუმრებმა დაათვალიერეს სამეცნიერო და კვლევითი გამოფენები, დღის შეჯამება შედგა პროექტის ,, სახვითი ხელოვნების ქრონიკების” პრეზენტაციითა და ქუთაისში ჩატარებული საერთაშორისო პლენერის ამსახველი ვიდეო ფილმის ჩვენებით.პროექტის პარტნიორია იმერეთის მხათვართა რეგიონალური კავშირი
[ad_2]