[ad_1]

2015 წლის 17 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში გაიმართა  ღია კარის დღე იმ  მშობელთათვის, რომელთა შვილებიც 2015-2016 სასწავლო წლიდან გახდებიან პირველკლასელები.პედაგოგებმა მედეა ადეიშვილმა, თამილა სვანაძემ, ციური ბაჯაძემ, თამარ  გოგატაძემ ჩაატარეს ღია , ინტეგრირებული გაკვეთილები მე-4 კლასებში სხვადასხვა საგნებში, შეხვედრა გაგრძელდა სააქტო დარბაზში, სადაც სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ ისაუბრა სკოლის მისიაზე,განხორციელებულ აქტივობებზე, სტრატეგიებზე , სამომავლო გეგმებზე, მშობელთა ჩართულობაზე, მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაზე და პირველკლასელთა სარეგისტრაციო პროცედურებზე.  პედაგოგებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები  ჩატარებული გაკვეთილების,განხორციელებული პროექტებისა ღონისძიებების შესახებ. მე-4 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები თანატოლების თხზულებებიდან ,, ჩემი სკოლა” თემურ და თამუნა რამიშვილების ბებიამ, ქალბატონმა ლამზირა რამიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ განსაკუთრებულ ღირებულებსა და ფასეულობებზე, რომლითაც გამოირჩევა მე-17 სკოლა და მშობელთა სახელით მადლობა გადაუხადა   სკოლას  შეხვედრის  ინიცირებისთვის

[ad_2]