2009 წლის 19 მაისს II3 კლასში აღწერითი ტესტირების “ხაბაზი” და “წისქვილი” შესწავლის შემდეგ ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილისკოლის ახლოს მდებარე თონეში და წისქვილში, მასწავლებლები: მედეა ადეიშვილი და სოფიკო თავაძე.


ბავშვებმა ყურადღებით დაათვალიერეს აღნიშნული ობიექტები. ამოიცნეს ყველა ის ხელსაწყო, რომელიც ტექსტები იყო მოცემული, დააკვირდნენ იმ თანმიმდევრულ ქმედებებს, რომელიც მათთვის თეორიულად იყო ცნობილი.

ზოგს მანამდეც უნახავს თონე და წისქვილი ზოგს კი მხოლოდ ტექსტიდან ჰქონდა წარმოდგენა და ზალიან კმაყოფილნი იყვნენ რომ საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ ეს ყველაფერი.

დასვეს საინტერესო შეკითხვები. გამოთქვეს საკუთარი აზრი.გაიხსენეს ანდაზა “ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო”. აღნიშნეს, რომ ხაბაზის პროცესია საკმაოდ რთული ყოფილა.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო, ხალისიანი და ნაყოფიერი გამოდგა.

სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა შთაბეჭდილებები წერილობით გადმოსცეს ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ.

უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძლებს გულთბილი მიღებისთვის.