მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია
ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია 9 კვლევით მიმართულებას მოიცავდა და მიეძღვნა „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას“ და ხელს უწყობს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენას.
ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ ანდრია გვეტაძემ არჩევითი საგნის „მეწარმეობის საფუძვლები“-ს მასწავლებელ მედეა ლომინაშვილი-ფრუიძესთან ერთად დაამუშავეს და კონფერენციაზე წარადგინეს თემა „ქუთაისი მწვანე ეკონომიკის და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციაში ჩართული ქალაქი”.
კონფერენციაში მონაწილე 12-დან – 18 წლის ჩათვლით 300-ზე მეტი მოზარდის საკონკურსო ნაშრომიდან, თემამ „მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას“, გაიარა 2 შესარჩევი ეტაპი და 70-მდე თემას შორის წარდგენილ იქნა ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის. ნაშრომი წარმოდგენილი იქნა ფინალურ ტურში და ანდრია გვეტაძეს გადაეცა სერტიფიკატი. მადლობა მას სკოლის წარმოჩენისთვის და ვუსურვებთ მომავალში არაერთ წარმატებას.