08/05/2009
2009 წლის 8 მაისს IV2 კლასში მოხალისე მასწავლებელმა ნანა მუშკუდიანმა ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში.
თემა: ,,ბოხვერა”
მიზანი: ზეპირმეტყველების;
ტექსტზე მუშაობის;
ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება.
რესურსი: სახელმძღვანელო; თაბახის ფურცლები; პლაკატები; სქემა.
შეფასების კომპონენტებია: საშინაო დავალება, გაკვეთილზე ჩართულობა, ჯგუფური მუშაობა.
I აქტივობა – მოტივაცია (5წთ).
მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს პლაკატს გამოტოვებული სიტყვებით, რომელსაც ავსებენ მოსწავლეები.
II აქტივობა – საშინაო დავალების გამოკითხვა (10წთ.)
მოსწავლეები ჰყვებიან საგაკვეთილო ტექსტს ეპიზოდებად.
III აქტივობა – ტექსტის გაგების შემაჯამებელი სამუშაო (5წთ.).
IV აქტივობა – დისკუსია(7წთ.).
V აქტივობა – სამუშაოს შეჯამება (4წთ.).
VI აქტივობა – ჯგუფური მუშაობა (10წთ.).
VII აქტივობა – საშინაო დავალების მიცემა (1წთ.).