06/04/2009
vfr454s↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
cr4df34↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
grr4y5↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
re452g5s↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
fe43w4↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
lh56tg3d↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
lh56tg3d↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
vwe3ws2↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
vwe3ws2↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
vwe3ws2↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
vwe3ws2↑↑↑Black Hat SEO backlinks, focusing on Black Hat SEO, Google Raking
2009 წლის 6 აპროლს II3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. მასწავლებელი – სოფიკო თავაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები. მიზანი: მოსწალეები გადმოსცემენ ნასწავლი ტექსტის შინაარსს. შეძლებენ სხვის მიერ დაწყებული თხრობის გაგრძელებას. ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხი. გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას. ახალი ტექსტის ხმამაღალი კითხვა და უცნობი სიტყვების მნიშვნელობების დაზუსტება. თემა: ,,მოგზაური მაიმუნი” რესურსი: სახელმძღვანელო, ტაბულები, ცხოველების პლაკატები. აქტივობები: კითხვა-პასუხი, ვარაუდის გამოთქმა, ზეპირი მეტყველება, სავარჯიშოები, ხმამაღლა კითხვა. აქტივობა№1. დავალების გამოკითხვა. – რა გვქონდა დღეისათვის დავალება? – რატომ უნდა შეგვეგროვებინა ინფორმაცია მაინცდამაინც მელიაზე? – რა შუაშია მელია? რამოდენიმე მოსწავლე ხმამაღლა წაიკითხავს საკუთარ დავალებას (15წუთი). აქტივობა№2. ტექსტის შინაარსის გადმოცემა, სხვის მიერ დაწყებული თხრობის გაგრძელება (5წთ). მინდა გკითხოთ: – თქვენ თუ გჯერათ მელიის ნათქვამის, დაეჯერება თუ არა მის კუდს? რატომ? – როგორი ყოფილა საქათმის პატრონი? – ჩვენი გაკვეთილიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ რა დაგვიმტკიცა მელამ? (3წთ) აქტივობა№3. წყვილებში მელიის შესაფერისი ანდაზების მოფიქრება (12წთ). – რა იყო გაკვეთილში მთავარი? – რატომ დაიწერა იგი? აქტივობა№4. სავარჯიშო, მსგავსი სიტყვების მოძებნა მოთხრობაში (2წთ). ახალ მასალაზე გადასვლა: – სად მოგზაურობს ყველაზე ხშირად მელია? ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კიდევ ერთ მოგზაურობაზე, ისინი არიან მაიმუნები. გაკვეთილის თემა: ,,მოგზაური მაიმუნები” – თქვენი აზრით, რაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი? – სად შეიძლება იმოგზაურონ მაიმუნებმა? ინფორმაცია მაიმუნებზე, მაიმუნების სურათების ჩვენება. აქტივობა№5. გაკვეთილის ხმამაღლა კითხვა და უცნობი სიტყვების ახსნა (3წთ.) კითხვები გაკვეთილიდან: – სად იმოგზაურეს მაიმუნებმა? – რომელი ცხოველები ნახეს მოგზაურობისას? – რატომ ხედავდნენ ისინი ერთსა და იმავე სურათს? აქტივობა№6. შემდეგ მოსწავლეები დაფიქრდებიან წყვილებში: – როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი? – რა შეიძლება მომხდარიყო შემდეგ (3წთ). აქტივობა№7. საშინაო დავალების მიცემა (2წთ). აქტივობა№8. შეჯამება (12წთ). – მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი? – რა მოგეწონათ ყველაზე ძალიან?