2009 წლის 6 აპროლს II3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. მასწავლებელი – სოფიკო თავაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები.


მიზანი: მოსწალეები გადმოსცემენ ნასწავლი ტექსტის შინაარსს. შეძლებენ სხვის მიერ დაწყებული თხრობის გაგრძელებას. ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხი. გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას. ახალი ტექსტის ხმამაღალი კითხვა და უცნობი სიტყვების მნიშვნელობების დაზუსტება.

თემა: ,,მოგზაური მაიმუნი”

რესურსი: სახელმძღვანელო, ტაბულები, ცხოველების პლაკატები.

აქტივობები: კითხვა-პასუხი, ვარაუდის გამოთქმა, ზეპირი მეტყველება, სავარჯიშოები, ხმამაღლა კითხვა.

აქტივობა№1. დავალების გამოკითხვა.

– რა გვქონდა დღეისათვის დავალება?

– რატომ უნდა შეგვეგროვებინა ინფორმაცია მაინცდამაინც მელიაზე?

– რა შუაშია მელია?

რამოდენიმე მოსწავლე ხმამაღლა წაიკითხავს საკუთარ დავალებას (15წუთი).

აქტივობა№2. ტექსტის შინაარსის გადმოცემა, სხვის მიერ დაწყებული თხრობის გაგრძელება (5წთ).

მინდა გკითხოთ:

– თქვენ თუ გჯერათ მელიის ნათქვამის, დაეჯერება თუ არა მის კუდს? რატომ?

– როგორი ყოფილა საქათმის პატრონი?

– ჩვენი გაკვეთილიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ რა დაგვიმტკიცა მელამ? (3წთ)

აქტივობა№3. წყვილებში მელიის შესაფერისი ანდაზების მოფიქრება (12წთ).

– რა იყო გაკვეთილში მთავარი?

– რატომ დაიწერა იგი?

აქტივობა№4. სავარჯიშო, მსგავსი სიტყვების მოძებნა მოთხრობაში (2წთ).

ახალ მასალაზე გადასვლა:

– სად მოგზაურობს ყველაზე ხშირად მელია?

ჩვენ დღეს ვისაუბრებთ კიდევ ერთ მოგზაურობაზე, ისინი არიან მაიმუნები.

გაკვეთილის თემა: ,,მოგზაური მაიმუნები”

– თქვენი აზრით, რაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი?

– სად შეიძლება იმოგზაურონ მაიმუნებმა?

ინფორმაცია მაიმუნებზე, მაიმუნების სურათების ჩვენება.

აქტივობა№5. გაკვეთილის ხმამაღლა კითხვა და უცნობი სიტყვების ახსნა (3წთ.)

კითხვები გაკვეთილიდან:

– სად იმოგზაურეს მაიმუნებმა?

– რომელი ცხოველები ნახეს მოგზაურობისას?

– რატომ ხედავდნენ ისინი ერთსა და იმავე სურათს?

აქტივობა№6. შემდეგ მოსწავლეები დაფიქრდებიან წყვილებში:

– როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი?

– რა შეიძლება მომხდარიყო შემდეგ (3წთ).

აქტივობა№7. საშინაო დავალების მიცემა (2წთ).

აქტივობა№8. შეჯამება (12წთ).

– მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი?

– რა მოგეწონათ ყველაზე ძალიან?