„ ჩემს სკოლას დავეხმარები,დიდი კაცი რომ გავხდები…“
2017 წლის 24 თებერვალს სსიპ ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის მეომერე-მესამე კლასში ( დამრიგებელი თამილა სვანაძე) განხორციელდა პროექტის „ჩემი სკოლა გუშინ, დღეს,ხვალ…“ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი. პედაგოგები, მოსწავლეთა დედები და მამები. პროექტის მიზანი იყო მშობლებს, განსაკუთრებით მამებს, რომლებიც შედარებით ნაკლებად დადიან სკოლაში, კიდევ უფრო მეტი გაეგოთ იმ სკოლის წარსულისა და დღევანდელობის შესახებ, სადაც მათი შვილები დროის დიდი ნაწილს ატარებენ. პრეზენტაციაში აქტიური მომაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა მამებმა. თემა საინტერესოდ გაშალეს მოსწავლეებმა,მათ დამსწრე საზოგადოებას უამბეს სკოლის დღევანდელ დღეზე, იმ აქტივობებზე, პროექტებზე და ღონისძიებებზე, რაც სკოლაში ხორციელდება,სიამაყით გააცნეს სკოლის ლოგო, ისაუბრეს სკოლის ფასეულობებზე, უპასუხეს მშობელთა მთავარ შეკითხვას, თუ რას სწავლობენ სკოლაში, განსაკუთრებით აღმაფრთოვენებელი იყო „ვეფხისტყაოსნიდან“ აფორიზმების მხატვრულად წარმოთქმა, სლაიდ-შოუს სახით წარმოაჩინეს მათ კლასში ჩატარებული აქტივობები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების აღმოჩენებმა, რომლებსაც ისინი აკეთებენ საგაკვეთილო პროცესში თუ მის გარეთ. გაიმართა შეჯიბრი დედებისა და მამების გუნდებს შორის მოსწავლეთა მიერ ახსნილი სიტყვების გამოცნობაში. დასასრულ, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი დამოკიდებულება და სურვილები მომავლის სკოლის შესახებ. „ ჩემს სკოლას დავეხმარები,დიდი კაცი რომ გავხდები…“ ეს იყო გზავნილი,რომელიც თამამად გააჟღერეს თავიანთ სამომავლო საქმედ. კლასის დამრიგებელმა, თამილა სვანაძემ, კიდევ ერთხელ მოწიწებით გაიხსენა სკოლის პირველი დირექტორის, ჭეშმარიტი პედაგოგის, მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი, დიდი მადლობა გადაუხადა ახლანდელ დირექტორს, ქალბატონ ირინე ჯგერენაიას ასეთი მდიდარი და საინტერესო ისტორიის შექმნისთვის. შეხვედრა დასრულდა მუხრან მაჭავარიანის უკვდავი ლექსით, რომელიც თავისი შინაარსით სწორედაც რომ წარსულს, აწმყოს და მომავალს აერთიანებს. „და იარეთ,იარეთ,იარეთ ამინ! “ – მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა თითოეული მსმენელის გულისცემა.