ჩარლი ჩაპლინი
2024 წლის 12 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 5-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა გამართეს მუსიკაში (პედაგოგი მარიამ დეისაძე, დამრიგებელი ნაირა გოტიაშვილი) გაკვეთილზე. მათ მუნჯი კინოს დიდოსტატის “ჩარლი ჩაპლინის” შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და კედლის გაზეთი შექმნეს. მოსწავლეებმა ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია და მისი ცხოვრების საინტერესო დეტალები ერთმანეთს გაუზიარეს. მათ კინოვარსკვლავის პორტრეტი დახატეს, ასვე მისი როლი მოირგეს და განასახიერეს. აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. პროექტი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი გამოდგა.