“ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს”
2013 წლის 1-25 აპრილის ჩათვლით სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები:
ღია გაკვეთილები, კონფერენციები, მხატვრული კითხვის კონკურსები. კვირეულის დასასრულს 25 აპრილს სკოლის სააქტო დარბაზში 43 (კლასის ხელმძღვანელი: მაკა ლაღაძე, რეჟისორი ნიკოლოზ ჯანგავაძე) კლასში ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ყოველი საიდუმლო ამასა ენასა შინა დამარხულ არს”. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პედაგოგები, მშობლები.