სკოლის დელეგაცია პოზნანში
2023 წლის 20 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ პოზნანის მე-15 ლიცეუმში. მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ მიმდინარე გაკვეთილებს და გაცნობოდნენ სასწავლო პროცესს. დელეგაციამ მოინახულა და დეტალურად გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას და განათლების სისტემას. აგრეთვე, პოლონურმა და ქართულმა მხარეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თავიანთი სკოლების შესახებ.
სკოლის დელეგაცია პოზნანში