„სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“
2017 წლის 24 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეცხრე პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი მაყვალა ანანოვი) თემაზე: „სიტყვით საჩვენებელი მაგალითი“ სულხან საბა ორბელიანისა და ფრანგი მეიგავის ჟან დე ლაფონტენის იგავების მიხედვით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სულხან საბასა და ლაფონტენის იგავები. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა სხვადასხვა აქტივობა, თანაგანცდა და ამეტყველებული ნახატები. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია და პედაგოგები.