პოეზიის საერთაშორისო დღე
2024 წლის 22 მარტს,სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV-დ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი, პოეზიის საერთაშორისო დღე, ანა კალანდაძის, საიუბილეო,100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებით-,,რომ ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!” აღნიშნეს. მოსწავლეებმა მრავალფეროვნად,ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს ანა კალანდაძის ბიოგრაფია, შემოქმედება,მისი პოეზია და მოგონებები პოეტის შესახებ.გაჟღერდა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები-,,საქართველოო,ლამაზო”,,,პაწაწინა რტო ვარ”…ღონისძიებაზე,ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი,ცეკვა და სიმღერა… სტუმრად იმყოფებოდნენ ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ნიკეას მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლისა და ბაღების პედაგოგები და მეთოდისტები,მერიის თანამშრომლები…პოეტები და მწერლები ჩვენი ქალაქიდან… ღონისძიების დასასრულს,სკოლის ფოიეში,ანა კალანდაძის საიუბილეო-100 წლისთავისადმი მიძღვნილი,ანას კალიგრაფიით შექმნილი სტენდის გახსნის ცერემონია გაიმართა… გახსნის ცერემონიას,სპეციალურად მოწვეული პროექტ,,ლექსი კედელზე” იდეის ავტორი ბატონი შალვა კამლაძე და სსიპ ქალაქ ქუთაისის მეჩვიდმეტე სკოლის ჰიმნის ავტორი ქალბატონი ფატი დვალიშვილი ესწრებოდა კლასის ხელმძღვანელი მადლობას უხდის მოსწავლეებს,მშობლებს,სკოლის ადმინისტრაციას და მოწვეულ სტუმრებს თანადგომისა და დაფასებისათვის!