კორპორაციული საღამო 2020
2020 წლის 25 იანვარი ერთ-ერთი დაუვიწყარი დღეა მე-17 საჯარო სკოლის ისტორიაში, 25 იანვრის საღამოს შეიძლება პერფორმანსიც ვუწოდოთ, რომელშიც სკოლის ყველა თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას და რომელიც სავსე იყო სიყვარულით, სითბოთი და სიურპრიზებით. საღამოს უძღვებოდნენ სკოლის პედაგოგები: გიორგი ოსაძე, გიორგი საკანდელიძე, იზაბელა ჭეიშვილი და თამარ ადეიშვილი. სასიამოვნო აქტივობებმა სრული ფურორი მოახდინა. დარბაზში დიდი მხიარულება და ემოციები გამოიწვია, როდესაც მოულოდნელად კალათებით შემოიყვანეს მომავალი თაობა პედაგოგთა შვილიშვილები. დაწყებითების კათედრამ კოლეგები სასიამოვნოდ გააკვირვა თავიანთი ვოკალური და ცეკვის ნომრებით. უცხო ენათა კათედრამ წარმოადგინა მსოფლიო ჰიტი “When You Tell Me That You Love Me”. ხელოვნების კათედრამ ცოცხლად შეასრულა ფოკლორული სიმღერა. სკოლის თანამშრომლებმა სიმღერით შეაფასეს 2019 წელი და სიმღერითვე დაგეგმეს 2020 წელი. განხორციელდა მასწავლებელთა დაჯილდოება სახალისო ნომინაციების მიხედვით. საღამოს ბოლოს თითოეული თანამშრომელი დატვირთული იყო სასიამოვნო ემოციებით, ბედნიერნი და კიდევ უფრო მოტივირებული დაუბრუნდნენ საგანმანათლებლო პროცესს. ძვირფასო მეგობრებო, მაშინ როცა თქვენ საღამოობით უყურებთ ტელევიზორს, კითხულობთ წიგნებს და თქვენს ძვირფას დროს უთმობთ თქვენს ოჯახს მაშინ მსოფლიოს ყველა მასწავლებელი და მათ შორის მე-17 საჯარო სკოლის მასწავლებლებიც ემზადებიან მეორე დღისთვის თქვენს შვილებთან შესახვედრად, გეგმავენ გაკვეთილებს, არჩევენ აქტივობებს, ითვალისწინებენ თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, რომ ყოველი დღე მათ დღესასწაულად უქციონ, ამიტომ დამეთანხმებით ალბათ რომ მათაც აქვთ უფლება გაერთონ, იმხიარულონ და თავიანთი უნიკალური შესაძლებლობები გამოავლინონ.