
“კეთილი ფოტოგრაფი”
2017 წლის 17 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე “კეთილი ფოტოგრაფი”. გაკვეთილს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი და ქართული ენის მასწავლებელი ეკა მეძმარიაშვილი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფოტოაპარატების გამოფენა, იმუშავეს ტექსტზე, დაახასიათეს პერსონაჟები, შექმნეს ასოციაციური რუკა და გაიზრეს ახალი ინფორმაცია ფოტოაპარატის ისტორიის შესახებ.