“თქვენ საქართველოს სიყვარულში დაილეწენით…”
2024 წლის 11აპრილს სსიპ ქ.ქუთაისის N 17 საჯარო სკოლის X-ა კლასმა (დამრიგებელი ბელა გელხვიიძე) წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია: “თქვენ საქართველოს სიყვარულში დაილეწენით…”. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს 35წლის წინანდელ საქართველოში განვითარებული მოვლენები, ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღე, 1989წლის 9აპრილი. მათ ემოციურად მოიტანეს მაყურებლამდე იმ დღეების მუხტი, რისხვა და წუხილი ქართველი ხალხისა. პატივი მიაგეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა სახელზე ღონისძიების შემდეგ ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ტიტები.