[ad_1]

2015 წლის 21 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მე-10 ეროვნულ კონფერენციას თემაზე: თანამედროვე მიმართულებები ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში, რომელიც ჩატარდა საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით (ETAG). კონფერენციის მხარდამჭერი იყო დიდი ბრიტანეთის საბჭო, აშშ-ს საელჩო თბილისში და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნებოდა ETAG-ის ოცი წლის თავს. ასოციაციისა, რომელიც გამოირჩევა აქტიურობით ინგლისური ენის მასწავლებელთა გადამზადების კუთხით 1995 წლიდან. კონფერენციის მთავარმა მომხსენებლებმა, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ბრიტანეთის საბჭოსა და აშშ-ს საელჩოს მიერ, წარმოადგინეს პრეზენტაციები თანამედროვე გლობალური მიმდინარეობების შესახებ ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ კვლევის, პროფესიული ზრდისა და განვითარების საკითხებში.

კონფერენციაზე  იმყოფებოდნენ  სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის სერტიფიცირებული  მასწავლებელი ზურაბ მუშკუდიანი და ETAG-ის  იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი, წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი თინათინ კუტივაძე.

 

[ad_2]