ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში
2023 წლის 20 მაისს სსიპ. ქალაქ ქუთაისის მე17 სკოლის VIII-I კლასი (დამრიგებელი ნ.კოპალიანი) საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს, სამცხე- ჯავახეთს ესტუმრა. მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რაბათის ციხემ, რომლის ისტორია IX საუკუნიდან იწება და რომელიც ჯაყელთა რეზიდენციას წარმოადგენდა XII-XIII საუკუნეებში.
ექსკურსიის საშუალებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც რაბათის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და სადაც წარმოდგენილია სამცხე-ჯავახეთში აღმოჩენილი უძველესი სამეურნეო, საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო ნივთები, შუა საუკუნეების ხელნაწერები და ა.შ. მოისმინეს გიდის ნაამბობი ისტორიული ფაქტები…
ზარზმის წმინდა სერაპიონ ზარზმელის სახელობის მამათა მონასტერიც მოვინახულეთ, მოვისმინეთ სურამის ციხის სევდიანი ისტორია და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდით სახლში.
მიზანი მიღწეულია: სასწავლო ექსკურსიამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის უნარის განვითარებას, ამავდროულად მოსწავლეები გაეცნენ თავიანთი ქვეყნის, კუთხის ისტორიული ძეგლების ისტორიას და ეზიარნენ წარსულს, მოსმენილმა და ნანახმა კიდევ უფრო გაუღრმავათ სამშობლოს მიმართ სიყვარული.