„ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“
2023-24 სას.წელი – 20 დეკემბერი პროექტის პრეზენტაცია მუსიკაში
„ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“
(მუსიკის პედაგოგები : ეკა ალავიძე ,ნონა კვარაცხელია,ნათია ეგუტიძე)
პროექტის ფარგლებში, მე-10/4 და მე-10/3 ( დაბრიგებელი თიკო ნარჩემაშვილი,ლალი ლანჩავა) მე-11/3 კლასის მოსწავლეებმა ( დამრიგებელი ნათია რობაქიძე) შეისწავლეს ჩვენი ქვეყნის სიამაყის ,ქართული კლასიკური ოპერის ფუძემდებლის , გენიალური კომპოზიტორის ზ. ფალიაშვილის უდიდესი ღვაწლი ქართული კლასიკური მუსიკის ისტორიაში, რომელიც არის არაჩვეულებრივი გამტარი ეროვნული და ევროპული კონტექსტისა. პროქტის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ დიდი კომპოზიტორის სახე“,რომელიც ქართული ეროვნული კულტურის უდიდესი მონაპოვარია . პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა ლიზა გორგოძემ და საბა მანაგაძემ (დამრიგებელი ვალიდა ურთმელიძე) და მე-9 კლასის მოსწავლემ ლიზი ეფრემიძემ (დამრიგებელი თამარ ბოჭორიშვილი), მათ შეასრულეს ფალიაშვილის ოპერიდან ცეკვა “დაისი და ცეკვა “მირზაია”.
ეს დღე დასამახსოვრებელი იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის რადგან სკოლას სტუმრობდა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები ქალბატონი ფერიდე ჯინჯიხაძე,ბატონი მიხეილ ქებაძე, ოპერის მსახიობი თეკლა ჭეიშვილი და კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით სიმსივე.ასევე მოწვეული სტუმარი გახლდათ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორი,მუსიკათმცოდნე ქალბატონი ნინო დოღონაძე და დირიჟორი ქალბატონი ლუიზა ნოზაძე.
ქართული სულის და გენის ზეიმი სწორედ ზ.ფალიაშვილის შემოქმედების მწვერვალია,რომელიც ღონისძიებაზე მრავლად ჟღერდა.
„ეროვნული იდენტობა ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში“