“დედა ენა”
2016 წლის 28 ოქტომბერს 2-1 კლასში (დამრიგებელი მედეია ადეიშვილი) გაიმართა იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა და მშობლებმა ისაუბრეს დიდი პედაგოგის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, “დედა ენის” მნიშვნელობაზე. იმსჯელეს პროექტის ფარგლებში წაკითხული ნაწარმოებების შესახებ. წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ილუსტრირებული წიგნები.