,,დაცემიდან ამაღლებამდე”
29სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV-ვ კლასმა (დამრიგებელი ნათია აბაშიძე ) გამართა ღონისძიება სახელწოდებით ,,დაცემიდან ამაღლებამდე” ,რომელიც მიეძღვნა ორ მნიშვნელოვან მოვლენას_სოხუმის დაცემის დღესა და ჯვართამაღლებას.ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება. მას ესწრებოდნენ მეოთხე კლასის ხუთივე ჯგუფის მოსწავლეები,პედაგოგები ,დირექცია და მშობლები.ღონისძიებაში ვიდეო ჩანაწერით მოხერხდა ავტოკატასტროფის შედეგად მძიმედ ტრამვირებული ამავე კლასის საუკეთესო მოსწავლის დავით გიორგაძის ჩართვა. ბოლოს გაჟღერდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შექმნილი კლიპი,,გამარჯობა აფხაზეთო შენი”დაგამოითქვა იმედი,რომ მალე დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და ვიცხოვრებთ ერთიან ძლიერ და მშვიდობიან საქართველოში.