“გავუფრთხილდეთ დედამიწას”
2015 წლის 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს.
მიუხედავად ცივი და წვიმიანი ამინდისა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების თეა ბარდაველიძისა და ციური კრავიშვილის, მე-9 კლასის დათო ახრახაძის მშობლის ნათია ახრახაძის განსაკუთრებული მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით ამერიკის კუთხეში და ქუთაისის სხვადასხვა ისტორიულ უბნებში წარმოადგინეს “FLASHMOB”-ი რომლითაც საზოგადოებას მოუწოდეს არ დავაბინძუროთ გარემო და გავუფრთხილდეთ დედამიწას. აქტივობა გაიმართა „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში, პროგრამას ახორციელებს PH International, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.