ბოლო ზარი
2024 წლის 20 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული დღე იყო,სასიხარულო და ამავე დროს სევდიანი. ასერთი კურსდამთავრებული გავაცილეთ ,,ბოლო ზარით”. 101 მომავლის იმედი და ქვეყნის სიძლიერე. გილოცავთ, ჩვენო პატარა მეგობრებო! წარმატებით და ბედნიერებით სავსე ყოფილიყოს თქვენი გასავლელი გზა. იმედის თვალით შემოგყურებთ . გვჯერა,არაერთხელ ასახელებთ თქვენს სკოლას,ჩვენ კი ყოველთვის თვალს ვადევნებთ თქვენს წარმატებას და არაერთხელ ვიამაყებთ თქვენით. იარეთ წინ,წარმატების გზა დაგვილოცნია!