ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
2023 წლის პირველ ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 3-⁴ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი), ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ეწვივნენ ქ.ქუთაისის N14 საქალაქო ბიბლიოთეკას. მასწავლებელმა ისაუბრა ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობაზე,აღნიშნა რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ ხდება მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მობილიზება -ბავშვთა დასაცავად,ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და აღზრდა-განვითარებისთვის . რადგან უფლებათა შორის განათლების მიღებისა და ხელმისაწვდომობის უფლება უმნიშვნელოვენესია,ხოლო განათლების მიღების ყველაზე სასიამოვნო გზა კი წიგნების კითხვაა, უბნის ბიბლიოთეკაში სტუმრობა,წიგნებსა და კითხვის სიყვარულზე საუბარი ბავშვებისთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოდგა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის წიგნსაცავი, გაეცვნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას, გაწევრიანდნენ და გახდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები. მასწავლებელმა მოსწავლეებს ,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სერიის-,,აირჩიე სიკეთეს” ერთ-ერთი წიგნიდან, ონჯალი რაუფის ავტორობით- ,,ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე ” ნაწყვეტი წაუკითხა.ბავშვებმა ისაუბრეს პერსონაჟის შესახებ და მოსმენილი ტექსტი ილუსტრაციებად აქციეს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მადლობა გადაუხადეს სტუმრებს, N17 საჯარო სკოლის დირექციას,სკოლის ბიბლიოთეკარს, პედაგოგიურ კოლექტივს და მშობლებს, გვერდში დგომისთვის. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ ჩვენს უბანს.