ანა ჯგერენაია
2009 წლის 5 ივნისს ანდრია ბალანჩივაძეს სახელობის სამუსიკო სასწავლებელი მასპინძლობდა კომპოზიტორ მანანა არაბიძეს. შეხვედრა შედგა მწერალთა სახლში. სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპოზიტორის ნაწარმოები. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ანა ჯგერენაია, რომელმაც შეასრულა საესტრადო სიმღერები “გრამაფონი”, “ცელქი გოგონა” (პედაგოგი ნანა კიკვიძე). შეხვედრას ესწრებოდა ანდრია ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი ენი არსენიძე და ქალაქის ინტელიგენცია. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა.