“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”
2013 წლის 23 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში XI3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული ღონისძიება “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”
(პედაგოგი ნაირა გოტიაშვილი) მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრების შესახებ, ამავე დროს გააცოცხლეს შესწავლილი საპროგრამო მასალიდან ნაწარმოებთა პერსონაჟები: (“მგზავრის წერილები, “კაცია ადამიანი ?!”, “ოთარაანთ ქვრივი”). მათ ის დიდი სიყვარული სითბო და მადლი რაც განიცადეს ნაწარმოებთა შესწავლის დროს, შეძლებისდაგვარად დამსწრე საზოგადოებასაც გაუზიარეს. ღონისძიებამ თბილ გარემოში ჩაიარა და კიდევ უფრო აამაღლა მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთება.