შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
2011 წლის 15 მაისს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (KEDEC) საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომა“, ასოციაცია „ჰერა XXI“, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის ზონალურ სამსახურთან, ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურთან და „მაკდონალდსთან“ პარტნიორობით გამართა ღონისძიებები, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.
საქართველო უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. პირველად ეს დღე 1983 წელს აღინიშნა სან–ფრანცისკოში, როდესაც შიდსის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო. ვინაიდან ეს დაავადება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მსოფლიო საზოგადოებისათვის ერთგვარი საშუალება გახდა განხორციელდეს აივ/ინფექცია შიდსის პრევენცია.
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება, მაისის მესამე კვირა დღეს. 2011 წლის შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღის დევიზი გახლავთ: „სიცოცხლესთან შეხებით“.
კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ მოხდეს საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სერიოზული პრობლემის ირგვლივ, კიდევ ერთხელ იქნას გაცნობიერებული შიდსის რეალური საფრთხე. საქართველოში აივ/ინფექცია შიდსის მოსალოდნელ ეპიდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნებისა და სტრატეგიული მხარდაჭერის, საზოგადოების მობილიზაციის გზით.
15 მაისს აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა ღონისძიების ოფიციალური გახსნა. მოეწყო ნახატების და ფოტო ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა ვიქტორინა, რომელშიდაც მონაწილეობას ღებულობდნენ იმერეთის სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის იმერეთის საჯარო სკოლების 9-10-11-12 კალსისი მოსწავლეები. სულ 130 მოსწავლე. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია ამერიკული ორგანზიაცია PH International და USAID მიერ. ლიტერატურული და ფოტონამუშევრების კონკურსში, ასვეე ვიქტორინაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები, მათ შორის #17 საჯარო სკოლას ფოტოკონკურსში მონაწილეობისათვის და #17 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე საჯაიას ლიტერატურულ კონკურსში „ერთად ერთმანეთისათვის“ მონაწილეობისათვის. გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ინტერნეტ-გვერდზე: www.kedec.ge; www.civics.ge და დაიბეჭდება სპეციალურად გამოცემულ ბროშურაში. გამარჯვებულ მოსწავლეებს მაკდონალდსმა უმასპინძლა.
შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.