ყურადღება !!!
ქუთაისის №17 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს,ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, ქუთაისის მერიის, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის დეპარტამენტის მხარდაჭერით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში (პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით) საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებისათვის აცხადებს 2 ტურიან კონკურსს ინგლისურ ენაში ,,The best linguist” .
კონკურსში აქტიურად არიან ჩართული პროგრამების “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” და „მშვიდობის კორპუსის“ უცხოელი პედაგოგები.
კონკურსის მიზანია მე-9-10 კლასის მოსწავლეთა შორის ინგლისურ ენაზე სამოქალაქო განათლების ცოდნის გამოვლენა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
კონკურსის მოთხოვნები:
1. ინგლისური ენის ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად
2. საბაზისო უნარების ქონა სამოქალაქო განათლებაში
3. კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობა
4. კონკურსში მონაწილეობა უფასოა
კონკურსის მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე www.17school.ge 7 ნოემბრიდან
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ
კონკურსი ორ ტურიანია:
I ტური გაიმართება 2012 წლის 15 ნოემბერს 12:00 სთ-ზე სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მისამართი – ნიკეას ქ. №44 ტელ: 0431 22 40 94, 577 27 75 17, 577 675 425.
I ტური მოიცავს შემდეგ დავალებებს,რომელშიც მონაწილეს მოეთხოვება გადალახოს მითითებული ბარიერები:
1. მოსმენა (Listening for specific information) – მაქსიმალური ქულა-12; გადასალახი ბარიერი – 8 ან მეტი.
2. გრამატიკული სავარჯიშო – მაქსიმალური ქულა – 50; გადასალახი ბარიერი – 35 ან მეტი
3. შემოქმედებითი წერა; (80 ან მეტი სიტყვა). ყურადღება ექცევა თემის კრეატიულობას მაქსიმალური ქულა – 16 გადასალახი; ბარიერი – 12 ან მეტი
კონკურსის ხანგრძლივობა 2სთ.
I ტურის შედეგები გამოცხადდება 20 ნოემბერს ვებ-გვერდზე www.17school.ge და სკოლის Facebook-ის გვერდზე.
I I ტურში მონაწილეს მოეთხოვება ვებგვერდზე www.17school.ge წინასწარ გამოცხადებული სამოქალაქო განათლების თემებიდან ერთერთზე ბლოგის შექმნა. ბლოგის შექმნასთან დაკავშირებით მონაწილეები კონსულტაციას მიიღებენ ონ-ლაინ რეჟიმში ვებ-გვერდზე www.17school.ge.
შექმნილი ბლოგების პრეზენტაცია გაიმართება 22 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში.( პრეზენტატორს მოეთხოვება დაიცვას რეგლამენტი ვერბალური პრეზენტაციის დროს, იგი არ უნდა აჭარბებდეს 5 წუთს)
ჟიურის მიერ შერჩეული ბლოგები პრეზენტაციის შემდეგ განთავსდება მე-17 საჯარო სკოლის ვებ გვერდზე www.17school.ge და სკოლის Facebook-ის გვერდზე. ერთ-ერთი გამარჯვებული ლაიქების მიხედვით გამოვლინდება, დანარჩენ ორს კი გამოავლენს კონკურსის ჟიური.
ხოლო 2012 წლის საუკეთესო ლინგვისტი გამოვლინდება ფართო საზოგადოების წინაშე 2012 წლის 14 დეკემბერს მართლწერისა და დებატ- ტურის შედეგად.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის წარმომადგენლები. მშვიდობის კორპუსის მოხალისე პედაგოგები.
14 დეკემბერს გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ჩატარდება სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის „ღია კარის“ დღეს.
კონკურსის მხარდამჭერები:
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
• ბრიტანეთის საბჭო
• ამერიკის საელჩო
• სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა (PH International
• “ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის წარმომადგენლები
• პროგრამა „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლები