ღია კარის დღე
2014 წლის 1 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ღია კარის დღე, ღონისძების ფარგლებში ღია გაკვეთილები ჩაატარეს კათედრის პედაგოგებმა:
ციცინი კუპრაშვილმა მე-52 კლასში, მაყვალა ანანოვმა – 61 კლასში, ნათია რობაქიძემ – 62 კლასში, ნარგიზა მებურიშვილმა – 82 კლასში, მანანა სოხაძემ – 92,93 კლასებში, მარგალიტა მამაგეიშვილმა – 91 კლასში, ნანა ხაჭაპურიძემ – 111 კლასში. გაკვეთილებს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგი შავკაციშვილი, სკოლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ესთეტიკის, დაწყებითის და უცხო ენათა კათედრის წევრები, ქუთაისის N3, N10, N19 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები და მშობლები. გაკვეთილების შემდეგ გაიმართა განხილვა რომელზეც პედაგოგებმა შეაჯამეს თითოეული გაკვეთილი.