ღია კარის დღე
2013 წლის 11 ივნისს, II3 კლასში ( პედაგოგი თამილა სვანაძე ) შედგა ღია კარის დღე მშობელთათვის.
ღონისძიების მიზანი იყო იმ აკადემიური მოსწრების ჩვენება,რასაც მოსწავლეებმა მიაღწიეს სასწავლო წლის ბოლოს. მოსწავლეთა მშობლები მთელი დღის განმავლობაში დაესწრნენ შემაჯამებელ გაკვეთილებს ქართულ ენაში,მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა და ხელოვნებაში. ინდივიდუალური და საერთო საკლასო მუშაობის გარდა გამოყენებული იყო მოსწავლეთა ორგანიზების წყვილური და ჯგუფური მუშაობის ფორმები. დავალებათა დიდი ნაწილი შესრულდა ნეტბუკების გამოყენებით. მოსწავლეთა მოტივაცია იყო მაღალი. მშობლებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამათუ იმ საკითხის სწავლების მეთოდიკა, გაიგეს რა კუთხით სჭირდებათ მათ შვილებს მეტი დახმარება. ბოლოს, კონკურსში „ ყველაზე, ყველაზე… “ , მთელი წლის მანძილზე დაკვირვების შედეგად, თანაკლასელთა გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს მიენიჭათ სხვადასხვა სახალისო ნომინაციაში გამარჯვებულის წოდება და გადაეცათ სიგელები.