სტუმრად სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლაში
სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნაირა გოტიაშვილი) 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს სსიპ ქალაქ ქუთაისის №45 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს.
მათ დაათვალიერეს სკოლის სასწავლო გარემო, ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში და ნახეს მათი შესაძლებლობები. მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს სკოლის დირექტორისა და პედაგოგების მიმართ გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის. მოსწავლეებმა მილოცვასთან ერთად მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს.