სტუმრად მუზეუმში
2012 წლის 30 ნოემბერს მე-5 კლასი (დამრიგებელი ბელა გელხვიძე) სტუმრობდა ქუთაისის ისტორიულ-ენთოგრაფიულ მუზეუმს
. ბავშვები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ ჩვენი ერის მიერ ქვის ხანიდან დღემდე განვლილი გზის ამსსახველ, მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს. განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდნენ ისინი უძველეს საბრძოლო თუ სამუშაო იარაღებს, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილ უძველეს ხატებსა და საეკლესიო წიგნებს, მეფეების, სამხედრო და სასულიერო პირების უნიკალურ აღჭურვილებას.შინაარსიანად და საინტერესოდ დასრულდა კიდევ ერთი დღე. მოსწავლეები კმაყოფილნი და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ შინ.