სტუდია “გუთანი” სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა
2013 წლის 17 იანვარს 13 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში გაიმართა ჩვენება სტუდია ,,გუთანი“–ს ფილმის ,,მიწის სჯული“, რომელიც შეიქმნა ამავე სტუდიის მიერ 1996–2012 წლებში განხორციელებული უდიდესი ეროვნული კინოპროექტის ,,საქართველოს ხერხემალი“–ს ფარგლებში.
კინოპროექტი პატრიოტული თემატიკის ხუთი ფილმისგან შედგება: .,,ღმერთი სამშობლო ადამიანი“, ,,დაჭრილი მზე“, ,,ქართული ენა – ლაზარე“, ,,სამშობლოს მცოდნეობა“, ,,მიწის სჯული“.სტუდია ,,გუთანი“ 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაარსდა. სტუდიის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო და პრობლემურ თემებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმები და პროექტები საფუძვლიანად მოწმდება საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთავ მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), საპატრიარქოს ქართული ენისა და დიალექტების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მანგლისისა და წალკის ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ცნობილი ქართველი კინორეჟირორი რეზო ჩხეიძე, კინომცოდნეები: გიორგი (გოგი) დოლიძე და გია ჭუბაბრია.
ღონისძიება გაიხსნა სსიპ #17 საჯარო სკოლის 103 კლასის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ლიტერატურულ კომპოზიციით „როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“.
ფილმი ,,მიწის სჯული“ ქართველების ემიგრაციის თემას ასახავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. სტუდიის მიზნებსა და ამოცანებზე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა სტუდიის მთავარმა რედაქტორმა ზვიად სეხნიაშვილმა
17 იანვარს №17 საჯარო სკოლაში ფილმის პრეზენტაციას დაესწრო ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ინტელიგენცია, მწერალთა კავშირი, მხატვართა კავშირი, თეატრალური საზოგადოება, ცნობილი სპორტსმენები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორ–მასწავლებლები. ფილმმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. დასასრულს გამომსვლელებმა აღნიშნეს სტუდია „გუთანი“–ს უდიდესი ღვაწლი ეროვნული ღირებულებების, ქართული კულტურული ფასეულობების და ქართული ემიგრაციის თემის კვლებვის საქმეში.