სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, კონკურსი
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს, თემებზე: 1. „ადამიანის უფლებები/ბავშვთა უფლებები“ 2. „ტოლერანტობა“, „არ დავუშვათ ძალადობა“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩართულ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების 9-10-11-12 კლასის მოსწავლეებს.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომი
• წერილობითი სახით
• ნახატის, ფოტოს სახით
• სიუჟეტის/რეპორტაჟის სახით (სამოყვარულო ვიდეო კამერით გადაღებული)
კონკურსის მონაწილე თავად ირჩევს მისთვის სასურველ თემას და მისი წარმოდგენის სახეს.
• საკონკურსო თემის მოცულობა არ უნდა იყოს 4 (ოთხი) გვერდს, 12–იანი შrიფტით.
• ნახატის ფორმატი და რაოდენობა შეუზღუდავია.
• სიუჟეტი/რეპორტაჟის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდeს 10 წუთს.
• ნაშრომებს უნდა მიეთითოს თემის დასახელება, ავტორის სახელი და გვარი, სკოლის სახელწოდება, კლასი.
კონკურსი 2 ეტაპიანია.
I ეტაპზე ნაშრომის გამარჯვების შემთხვევაში – წარმოდგენილი უნდა იყოს მისი ელექტრონული ვარიანტი (შესაძლეებლია ნაშრომების მოწოდება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში) I ეტაპზე ნაშრომებს შეაფასებს სპეციალისტებისაგან შემდგარი ჟიური.
II ეტაპზე მოხდება გამარჯვებული ავტორების დაჯილდოება. ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებით დაფასიანი საჩუქრებით.
გამარჯვებული ნაშრომები განთავსებული იქნება ინტერნეტ-გვერდზე, www.kedec.ge www.civics.ge და დაიბეჭდება სპეციალურად გამოცემულ ბროშურაში.
საკონკურსო ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 მაისი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში
საქართველო, ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4 შესახ. #3
ტელ: (8431) 5 13 30
ან ელექტრონული ვერსია საფოსტო მისამართზე– [email protected]
საკონტაქტო პირები:
ილიკო ნაცვალაძე – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი
მობ: 877 78 04 06, ელ–ფოსტა: [email protected]
მაკა ჩინიჯიშვილი – განათლების სამსახურის მენეჯერი
მობ: 895 35 16 77