„როგორ გავზარდოთ ინტერაქცია საკლასო ოთახში“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში აშშ საელჩოს ხელშეწყობით ინგლისური ენის მასწავლებელთათვის გაიმართა სემინარი თემაზე „როგორ გავზარდოთ ინტერაქცია საკლასო ოთახში“.
მასწავლებლები ხშირად გრძნობენ, რომ მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში არასაკმარისია. სემინარზე სწორედ ამ სიტუაციაში გამოსაყენებელ მეთოდებს და აქტივობებს გაეცნენ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები.