“პრეტესტი”
2014 წლის 14 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ჩატარდა მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდების საცდელი გამოცდა რომელსაც ხელმძღვანელობდა სკოლის IT სპეციალისტი გიორგი საკანდელიძე
და სკოლის დირექტორის პირველი მოადგილე ვიტალი პატარიძე, საცდელ გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 67-მა მოსწავლემ. საატესტატო გამოცდების პირველი ოთხი საგნის ( ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) გამოცდები გაიმართება 16,17,18,19 ივნისს.