“ორნიშნა რიცხვების ზეპირი და წერითი ნუმერაცია”
2012 წლის 06 დეკემბერს მე-2 კლასში (პედაგოგი თამილა სვანაძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში ნეტ-ბუკების გამოყენებით. გაკვეთილის თემა იყო “ორნიშნა რიცხვების ზეპირი და წერითი ნუმერაცია”.
მოსწავლეებმა ბუკებში შეასრულეს მრავალფეროვანი შემეცნებითი თუ სახალისო დავალებები და გამოავლინეს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების და ოპერაციების ცოდნა.