სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში დაიწყო შეჯიბრი მხიარულ სტარტებში მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეთა, მშობელთა და პედაგოგთა მონაწილეობით.


მხიარული სტარტები გასტანს 2012 წლის 12 ივნისამდე. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მშობლები და პედაგოგები.

გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო:

მხატვრული ტანვარჯიში: ანა კეზევაძე
სამეჯლისო ცეკვა: თეონა მაჭარაშვილი
ტანმოვარჯიშე: ანა ღელეყვა
მოცეკვავე გოგონათა გუნდი
სოლისტი ფაიქიძე ბორია
მედოლე ხურციძე გიორგი.