„მუსიკა და კინო“
2023 სასწავლო წლის 24 მაისი.მე-6/1 კლასი ( დამრიგებელი ნათია მარუაშვილი) ღია გაკვეთილი მუსიკაში (პედ.ეკა ალავიძე) თემატური ბლოკი „მუსიკა და კინო“ თემა მუსიკის როლი ხმოვან კინოში. კინოს , როგორც დიდი რეჟისორები მიიჩნევდნენ თავისი ბუნებით ყველაზე მეტად მუსიკას ჰგავს, რადგან მისი წარმატების საწინდარი განწყობის შექმნა და ემოციის პროგრესირებაა. სწორედ გაკვეთილზე ბავშვებმა ისაუბრეს კინო ისტორიის შესახებ და გაიხსენეს კინო-მუსიკის შედევრები, რომელიც თავდაპირველად ფილმისთვის შეიქმნა ,მაგრამ დღეს ეს მუსიკალური ნაწარმოები სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სცენებზე სახელგანთქმული სიმფონიური ორკესტერბის მიერ.ეს ის შემთხვევაა როდესაც კინო მუსიკამ საკონცერტო დარბაზებში გადაინაცვლა.გაკვეთილზე გაჟღერდა როგორც ქართული ასევე ფრანგული კინოს გენიალური კომპოზიტორების ლაიტმოტივები და მათ შორის მიშელ ლეგრანის „შერბურის ქოლგები“ .სწორედ ფილმის მთავარი თემა მართლაც განსაკუთრებულია,ერთი შეხედვით უბრალო სენტიმენტალური მელოდია საოცარი ვარირების საშუალებას იძლევა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეეცადნენ შეექმნათ განწყობა და შეასრულეს მოტივი ფილმიდან „შერბურის ქოლგები“. გაკვეთილი შემოქმედებითი და საინტერესო გამოვიდა.