მკლავჭიდის შიდა სასკოლო ჩემპიონატი
2023 წლის 9 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა მკლავჭიდის შიდა სასკოლო ჩემპიონატი, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ფიზიკური აღზრდის პედაგოგი არსენ ნიკოლაძე. სკოლაში მოწვეული გახლდათ ქუთაისის მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთა ინსტუქტაჟით ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია მკლავჭიდში შეჯიბრმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. გამოვლინდა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სამახსოვრო მედლებით, თასებითა და სიგელებით. ჩვენი სკოლა კვლავ მხარს დაუჭერს სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს.